_ ქალბატონო მინისტრო, თქვენი წარმატებული საქმიანობის შესახებ, მარტო წელს, პრესაში 3438 სტატია დაიბეჭდა, თავიდან მეც იმ სტანდარტული ინტერვიუს ჩასაწერად მოვედი, რომელიც გამოქვეყნების შემდეგ 3439-ე იქნებოდა, მაგრამ როცა თქვენს დანახვაზე ფეხზე წამოვხტი, თქვენ ისე თბილად მითხარით: დაჯექით, დაჯექითო, ისე თბილად გამიღიმეთ და დამადეთ მხაზე ხელი, რომ მომეჩვენა თითქოს გენატებათ ჩვეულებრივი ადამინური, ყოფითი ურთერთობები... არა? ისე როგორც კარგი ხასიათის პოულარულ ადამიანებს მოსდით ხოლმე. თითქოს... რა ვიცი, ასე მომეჩვენა და... ამ მოჩვენებამ მოფიქრებული კითხვები სულ გამიფანტა და იმაზე დამაფქრა, თუ რა ხდება მას შემდეგ, როცა ადამიანს მინისტრად ნიშნავენ.
_ დარწმუნებული ხართ, რომ რედაქტორი არ დაქტუქსავთ ამ ლირიული გადახვევისთვის? – ეკითხება, აშკარად გულწრფელ ჟურნალისტს მინისტრი, ისევ იღიმის და სახეზე ოდნვი უხერხულობა ეტყობა.
_ იცთ ქალბატონო მინისტრო, ზოგჯერ არჩევანი უნდა გააკეთო ცნობისმოყვარეობასა და მოვალეობას შორის. – თავს იმართლებს რისკიანი ჟურნალისტი.
_ კარგით, თქვენ თუ გიფიქრიათ მინისტრობაზე? აი მე არა! – ღიმილით ამბობს მინისტრი.
_ როგორ თუU არა?!. _ გაკვირვებისგან თვალები უდიდდება ჟურნალისტს.
_ მე, მთელი ცხორება, მინდოდა მრავლშვილიანი ოჯახის დედა ვყოფილიყავი, მოფუსფუსე დიასახლისი, ბავშვებთან ერთად მევლო ცირკში, ზოოპარკში, დასასვენებლად წელიწადში ორჯერ...
_ მაშინ რატომ არ გყავთ ოჯახი? - აწყვეტინებს მინისტრს საუბარს მოულოდნელობისგან სახეანთებული ჟურნალისტი.
_ რა ვიცი, არავის შევუყვარდი. – გულწრფელი უშუალობით ამბობს მინისტრი და სიტყვას აგრძელებს - განათლებულ ქალებთან მხოლოდ მეგობრობენ მამაკაცები. მე კი ჩურჩუტს და საყვარელს ვერასდროს ვთამაშობდი, ყოვლთვის მეუბნბოდნენ, ქრონიკულად მოაზროვნის და სერიოზული ადამინის იერი გაქვსო.
_ თქვენ რომ ოჯახი შეგექმნათ სად იმუშავებდით?
_ სიმართლე გითხრათ, მუშაობით საერთოდაც არ ვიმუშავებდი. ჩემი იდეალური გარემოა ოჯახის ინტერიერი. პარალელურად მივუჯდებოდი კომპიუტერს და წელიწადში ერთხელ ჩემი მოთხრობების კრებულს მოვამზადებდი გამოსაცემად.
_ როგორ მწერალიც ხართ... გამოგიციათ რამე? უკაცრავად არ ვიცოდი.
_ ბოდიშს ტყუილად იხდით, არაფერიც არ გამომიცია. ჯერ არ ვთვლიდი საჭიროდ, მეშინოდა, გამოცემა დავაპირე და მინისტრადაც დამნიშნეს, როცა თანამდებობას გაძლევენ, იმ ვეებერთელა პასუხისმგებლობასაც აყოლებენ თან რასაც იმიჯის შენარჩუნება ჰქვია, კარგი იმიჯის ! - სამინისტროსი და მთელი ქვეყნის. ლიტერატურა კი ისეთი რამეა, ნებისმიერი როგორც უნდა ისე წაიკითავს და ისე გაიგებს, ამიტომ მოვერიდე პრობლემებს, ვინ იცის ეგებ სკანდალებსაც კი. აი, ნახავთ, როგრც კი დღვანდელ ინტერვიუს დაბეჭდავთ ჟურნალისტები ისეთ ვაი-ვიშს ატეხენ რომ თნამდებობის დატოვება მომიწევს.
_ მაშინ რატომ დათანხმდით ამ ინტერვიუზე?
_ გინახავთ გაზეთში განცხადებები “ვეძებ ასეთს და ასეთ, მამაკაცს, ვარ ასეთი და ასეთი ქალიო...” – ჰოდა, აი ბატონო, ამდაგვარი რაღაც გამოგივათ ახლა თქვენც.
_ მერე სამინისრტოს და ქვეყნის იმიჯი?
_ უკვე საკმარისად ვიმუშავე იმისთვის, რომ უბრალოდ თქვან “სულ გადარეულა ჩვენი მინისტრიო” და მაქსიმუმ მომხსნან.
_ მაშინ გავაგრძელოთ! როგორ მამაკაცს გაიცნობდით და რას გაუმხელდით მას თქვენი პიროვნების შესახებ?
_ მომწონს ათლეტური, ოდნავ მელოტი და მხიარული მამაკცები. ასევე უნდა უყვარდეს ბავშვები, ცოტა დალევა და ელექტრონული მუსიკა. რაც შემეხება მე – სულაც არ მინდა დავმალო, რომ მიყვარს საყიდლებზე სიარული, სადილების მომზადება და მოხეური ხინკალი.
_ ასე ძალინ ცნობილი და პოპულარული რომ არ იყოთ, რით გაერთობოდით? ოღონდ გულწრფელად! _ თითს უღერებს მინისტრს ჟურნალისტი, რომელსაც აგერ უკვე 15 წუთია სულაც არ ჰგონია თავი მინისტრის კაბინეტში.
_ დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, ლუდის ბარში წავიდოდი, მაღალ სკამზე შემოვსკუპდებოდი და ბევრ ლუდს დავლევდი.
_ დათვრებოდით?
_ კარგით რა, მერე რა მოხდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში სამ ყლუპზე მეტი არ დამილევია. იცით, გუშინ სიგარეტის მოწევა დავიწყე – ჩურჩულით ამბობს ბოლო ფრაზას მინისტრი და უჯრის სიღრმიდან ნახევრად ჩამწვარი ღერი ამოაქვს. _ ჯერჯერობით რამდენიმე ნაფასზე შევჩერდი, მაგრამ “გაგრძელება იქნება” _ ამბობს ხალისით და საშინლად თეარალურად შლის ხელებს. ჟურნალისტს, როგორც ჩანს, ასოციაციის შეგრძნება არ ღალატობს და იმწამსვე სვამს კითხვას:
_ ცეკვა გიყვართ?
_ არასდროს მიცეკვია, როცა მინისტრი აღარ ვიქნები აუცილებლად ვცდი ჩემს ძალებს დისკოთეკაზე.
_ რაა? _ ლამის ყვირის ჟურნალისტი, მერე ღიმილით ამბობს: - თქვენი ასაკის ადამიანები რომ უკვე იქ აღარ დადიან?
_ მართლა? – სახე ეღრუბლება მინისტრს. _ ღმერთო, განა ასე დავბერდი?
_ რას ამბობთ, ბევრ ახალგაზრდას ჯობიხართ.
_ ესე იგი ბებერი ვარ არა?..
_ არა, არა... თქვენს ასაკში ზოგჯერ მთლად დანაოჭებული აქვთ ხოლმე სახე...
_ მდა, სულ არ შეგიძლიათ ადამიანის ნუგეშისცემა და სხვათა შორის არც კომპლიმენტის თქმა.
ორწამინ დუმილს ტელეფონის ზარი არღვევს.
_ გისმენთ! _ პასუხობს მინისტრი, ერთი წუთის განმავლობაში თავს აქნევს თანხმობის ნიშნად, მერე მოწყენილი სახით კიდებს ყურმილს, სახეს ხელის გულებს აყრდნობს და ჟურნალისტრს ეუბნება: _ პრეზიდენტი იყო. ისევ ბევრი და საშინლად საპასუხისმგებლო საქმეები მაქვს. მოდი, ნუ დაბეჭდავ ამ სტატიას ჰა?..- მინისტრი სევდიანად უყურებს დიქტოფონს. ჟურნალისტი კასეტას იღებს, ტეხავს და სანაგვეში აგდებს. _ ნახვამდის! - ამბობს ის და მინისტრის კაბინეტიდან გადის.
_ უფ, გაიხაროს, მგონი კარგა ხანი აღარ დამჭირდება ჩემი ფსიქოლოგის მონახულება. – ფიქრობს მინისტრი.
ჟურნალისტი მამას უმესიჯებს: _ მართალი იყავი მამ, როცა მეუბნებოდი შენგან ჟურნალისტი არ დადგებაო! _ დანარჩენზე პირში წყალს იგუბებს და მეორე დღეს საგანგებოდ დანიშნულ პრეს-კონფერენციაზე, სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოდის და ქალბატონი მინისტრისთვის სტანდარტული კითხვების დასასმელად ემზადება.
Tuesday, May 5, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment