Friday, May 1, 2009

საბავშვო ლექსები

***
მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე
აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი.
გამიჯავრდა დედა: ამდენს როგორ ბედავ,
გაგიჟდება მამა, რა გარეცხავს ამას.
დამემუქრა დეიდა: - ხმას არ გაგცემ დღეიდან!
ბუზღუნებდა მამიდა: - ბავშვი სულ თავს გავიდა.
ბებო პერანგს უცქერის: გაგვითავდა ფურცლები?
არ უჯერებს თვალებს (რა მზერა აქვთ ქალებს)?
შემოვიდა მამიკო, იცით როგორ გამიგო?..
არ მომწონდა მაინც ეს პერანგი ლურჯი.
მოგვაწოდეთ ქილა, დაგვიბრუნეთ ფუნჯი.
გავაგრძელეთ ღებვა, წინსაფქრი მება,
და პალიტრით ხელში, ვღიღინებდით ხმებში.
გადაიცვა მამამ შეღებილი ზედა.
_ ერთი ჭკუის ხართო! – იცინოდა დედა.


***
ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა
ვაზა არა, ლარნაკი გატეხა და ჩახტა.
ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი,
სასდილო ოთახს გაუფუჭა ფონი.
დაამსხვრია დოქი, მიაყოლა ყანწი
ვერ გაიგო, როგორ?(რაღა დროის აწი),
ცოდოაო ბებო, ამ კატისთვის ნუ ღლით
დაიჭირეს ფისო ხულიგნობის მუხლით.


***
ფიფქმა ბევრი იარა, ცხრა ცა გამოიარა,
მიწასთან რომ მივიდა თეთრად ააბრდღვიალა.
თოვლში მურა გავუშვი, არც კი გახარებია
უჰ, რამდენი მოსულა, ცუდად გახდა ბებია.
მე კი ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა,
დღეს იმხელა გამხდარა სულ აქ იყო ვითომდა.
ციგა, თოვლის ბაბუა, გუნდაობა მაგარი,
გართობა და თამაში, ყველაფერი აქ არი.
ბურანებით სრიალი, ციგის მთამდე მიყვანა...
თოვლის ბაბუს ბურთი ვთხოვე თოვლი ჩამომიყვანა.

***
იყო ერთი ბავშვი ნინო, მოუტანეს პიანინო,
არ იცოდა რა ექნა: ემღერა თუ დაეკრა?
დააწვება კლავიშებს პაწაწინა თითებით,
ხმა რომ არ მოეწონა წამოიცვა წინდები.
- წინდიანი თითებით აბა როგორ დაუკრავ?
უთხრა ბაბუმ ჩუმად და ბებოს თვალი ჩუკრა.
ნინო რას არ ეცადა, არ მოსწონდა დაკრული.
მერე ფოტო შენიშნა ინსტრუმენტთან გარული,
იქ გიტარა უკრავდა ლამაზად მოხატული.
დააკვირდა კლავიშებს, არსად ჩანდა ფერები,
შეეცოდა გააათბო პიანინო ფერებით.
მერე ფუნჯი აიღო და ჩააწო მწვანეში
სხვა ფერებიც მოსინჯა, ცრემლი ედგა თვალებში.
ამ დროს ბაბუც მოვიდა... გაუკვირდა ძალიან,
ბავშვის ცხარე ცრემლები, ნეტავ რისი ბრალია?
_ რატომ ტირი ნინია რამე ხომ არ გწყენია?
_ კალვიშები მოვხატე და ძალიან მრცხვენია.


რატომ აგდებდნენ მეფეებს ტახტიდან
(განათლებულმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ საფრანგეთის რევოლუციის შესახებ…)

1789 წელს, ფრანგებმა, მეფე ლუი XVI და დედოფალი მარიამ ანტუანეტა ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს.
საფრანგეთის დედოფალს მარიამ ანტუანეტას
ჰყავდა ასი ცხენი და ოცდახუთი “კარეტა”.
ჰქონდა ოცი პარიკი, შვიდასამდე სათვალე,
კაბები და ჩექმები უკვე ვეღარ დავთვალე.
ახარებდა ბაფთები, ღამით ბანქოს თამაში.
დილით შამპანიური მორთმეული ჰამაკში.
ყველაფერი ოქროსი, ყველაფერი ძვირფასი,
ბევრი თვალ-მარგალიტი, მერე იცით რის ფასად?
მუშაობდნენ გლეხები, სიმწრის ოფლი სდიოდათ,
მაგრამ მათი ნაშრომი მეფესთან მიდიოდა.
დედოფალს კი გლეხები თვალითაც არ ენახა,
არც უნდოდა ამისთვის დრო რომ გამოენახა.
არ იცოდა დედები როგორ ზრდიდნენ პატარებს,
მათ ხომ ცივი ზამთარი უცეცხლოდ გაატარეს.
არ იცოდა მოზარდებს ტანზე ეცვათ ძონძები
და რომ მის ქვეყანაში მაძღარ გლეხს ვერ მოძებნი.
ერთხელ უთხრეს მარიას: გლეხს პურიც კი არ აქვსო,
შავ ჭირს უბედურება დღეს კარდაკარ დააქვსო.
გაუკვირდა დედოფლს (რა საქმე აქვს ჭირთანო),
თქვა:” თუ პური არ აქვთ, ნამცხვარი მიირთვანო!”
ერთხელ მაინც ენახა, სულ არ იყო ნამყოფი,
რამდენს ლუკმაც არ ჰქონდა, იწვა ვით ავადმყოფი.
და თქვა ხალხმა: ამ მეფემ, სულ დაკარგა ფუნქცია!
ბასტილია აიღეს მოხდა რევლუცია.

***
გადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს.
- ავად ხარ და გტკივა ყელი, გადაივი შუბლზე ხელი! –
ეუბნება მშვიდად ბებო, გაურია რძეში ერბო,
- დალიეო! - დააძალა, სულის მოთქმაც არ აცალა.
ჩამოაცვა ფეხზე წინდა, ოფლს შუბლიდან ფრთხილად წმინდავს.
ასლუკუნდა რეზო უფრო, არ უჯერებს რჩევას უფროსს
- მე რომ ამდენ წამალს ვიტან, ერთ გუნდას ვერ შემომიტან?
გადავყლაპავ წამლის ნაცვლად და გვხდები უფრო კარგად.

No comments:

Post a Comment