შპიონ ბავშვებს, ფილმიდან "შპიონი ბავშვები" ერთხელ საქმე შემოელიათ. უსაქმურობისგან მოთენთილები მოწყენილად ისხდნენ ტელევიზორის წინ, პოპ-კორნს ილოღნებოდნენ და საინფორმაციო გადაცემებს უხალისოდ ეძებდნენ არხიდან-არხზე...…
თქვენ მეტყვით, რომ ტყუილია! ქვეყნად არც ერთი ბავშვი არ უყურებს საინფორმაციო გადაცემას და არ კვდება მოწყენილობისგან, იმიტომ, რომ თამაშით იქცევს თავს, ამით განსხვავდება ის ყველა დიდისგან... და ბოლოს, არცერი ბავშვი არ ილოღნება, ის ყოველთვის საყვარლად, დიდი სიამოვნებით აკნატუნებს პოპ-კორნს. სხვანაირად ამ საჭმელს ვერ ექნებოდა თავსართი "პოპ" რომელიც ყოველთვის უხარისხოს, მაგრამ ძალიან პოპულარულს გულისხმობს?..
მე, ამ ყველაფრის პასუხად გეტყვით, რომ თქვენი კითხვა სულაც არ იყო ჩემთვის დამაბნეველი. ისინი შპიონი ბავშვები არიან და ხშირად დიდების გასაკეთებელ საქმესაც კი აკეთებენ. შესაბამისად ზოგჯერ დიდებივით იქცევიან და საინფორმაციო გადაცემებსაც იმიტომ უყურებენ, რომ საეჭვო, ან სულაც კრიმინალური ფაქტები დააფიქსირონ და თავინთი საქმე გააგრძელონ...
ეჰ, სამწუხაროდ ეს პატარები გვიან მიხვდნენ, რომ ბავშვს, როგორიც არ უნდა იყოს ის, ზღაპარი უფრო მეტ რამეს აძლევს ვიდრე რეალური ამბავი. ზღაპარში ბავშვები ისეთ რამეს პოულობენ რასაც ვერასდროს ვერ ახერხებენ დიდები... და როცა შპიონი ბავშვები ამას მიხვდნენ თვალები ეშმაკურად აუციმციმდათ, მაღლა შეხტნენ და ხმამაღლა იყვირეს არქიმედეს ცნობილი ფრაზა: "ევრიკა!"
ზღაპრის გმირებიდან პირველად პაპა კარლო დააპატიმრეს უაკანონოდ ჩატარებული კლონირებისთვის. "რას მიბედავთ, მე წარმატებული თოჯინების მთლელი ვარო"- ყვიროდა განწირული ხმით სასამართლო პროცესზე ბურატინოს უბადლოდ შემქმნელი. მაგრამ რა, ხმა ისე ჩუწყდა რომ შვილობილთან დამშვიდობებეც კი ვერ მოახერხა, უნდოდა ეთქვა: არ მოიწყინო ჩემო საყვარელო, შენ არ იქნები მარტო, ვიცოდი ეს დღე რომ დამიდგებოდა, შენნაირი კიდევ რამდენიმე გამოვთალეო... და წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, ხმა ისეთი ჩახლეჩილი ქონდა, რომ ხველება აუტყდა. მისი სიტყვები არც ბურატინოს და არც სხვა არავის გაუგონია. სამაგიეროდ, ასეთ დაძაბულ მომენტში, შპიონი ბავშვები ყურადღებით აკვირდებოდნენ მისი პირის მოძრაობას და ყველა სიტყვის გაშიფრვა მოახერხეს. რის შემდეგაც, ყველა ბურტინოსნაირს თავი მოუყარეს და კოცონზე დაწვით მოუსწრაფეს სიცოცხლე. ბურტინოები ხასიათით პაპა კარლოს გავდნენ და დასჯის წინ ისინიც ბოლო ხმაზე აყვირნენ: "ის მაინც ბრუნავს, ის მაინც ბრუნავსო!" – რა თქმა უნდა, მათაც, ისევე როგორც ყველა ევროპელს, კოცონზე დაწვასთან დაკავშირებით ჯორდანო ბრუნოს ეს უკანასკნელი სიტყვები ამოუტივტივდათ, რომელიც დედამიწასთან მიმართებაში დიდი ხნის წინ იყო ნათქვამი, დამახსოვრებული და მე-20 საუკუნეში მეცნიერულად დასაბუთებული, მაგრამ აღელვების ჟამს, ასოციაციები ძლიერდებაო _ დაასკვნეს შპიონმა ბავშვებმა და ბურატინოებს დარწმუნებით უპასუხეს: _ ვიცით, ვიცითო! მერე აიღეს და წვეთ-წვეთად დააცალეს ერთი ბიდონი ბენზინი წვეტიან ცხვირებზე, ცხვირი, როგორც მათი საფორმო ნიშანი პირველად უნდა განადგურებულიყო. მსხვერპლისთვის საწვავის წვეთ-წვეთად მიწოდება კი ობიეტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება იყო, ეს რა თქმა უნდა ფსიქიატრების თხოვნით, რადგან სამედიცინო ექსპერტები ინტერესით აკვდებოდნენ შეემოწმებინათ ხის ადამიანის ნერვული მდგრადობა... ტყუილად გგონიათ რომ რაღაც საშინელებას ვწერ, თანამედროვე ბავშვს ყელში ამოუვიდა რომანტიული და გულუბრყვილო ზღაპრები, მისი ფანტაზია ახლა უფრო შორს მიქრის ვიდრე ჩვენ გვგონია. ამ ფანტაზიას კი ზემოქმედება, შევსება სჭირდება. Aახლა, როცა ის ადრიდანვე უნდა შეეგუოს ცხოვრებისეულ სიძნელეებს, რომ ყმაწვილობიდანვე დამოუკიდებლად განაგრძოს არსებობა, მგონი სჯობს ზღაპრების ასაკიდან დაიწყოს ამისთვის მზადება. ჰოდა, ამიტომ, ჩემო მკითხველო ბავშვებო, ახლა მოიკრიბეთ გონება და თვითონვე გააგრძელეთ, ბურატინოების დაწვის ცერემონია, მე კი მანამდე 3 გოჭზე გადავალ, რომლებიც საახალწლოდ დამწვარი ბურატინოებისგან დარჩენილ ნაკვერჩხალზე შეწვეს და მიირთვეს. საერთოდ ყველა გოჭის ბოლო ბედი ეს არის _ უნდა ჩაახრამუნონ. ეს გოჭები კი უკანონო მშენებლობისთვის დააპატიმრეს. როცა ღორებად გადაიქცნენ და თმაში პირველი ჭაღარა გამოერიათ, შეწყალება ითხოვეს, რომელშიც ეწერა: “სასწრაფოდ დაგვკალით თორემ მერე ჩვენი სუკიც კი აღარ ივარგებსო”. სამართალდამცავები დაფიქრდნენ ამ წინადადებაზე, სარფიანი მოეჩვენათ და დათანმხდნენ. ცნობილი "სამი გოჭის" ნაწილები მსოფლიოში უძვირეს სამწვადედ გაიყიდა. უცნაურად ძლიერი ფილტვების მქონე მგელს, რომელიც სულის შებერვით შლიდა მათ სახლებს პირი კარგად აუკრეს და ფსიქიატრიულში ჩააბარეს... არა, ის სულაც არი იყო ფსიქიურად დაავადებული, უბრალოდ სამართალდამცავები, როცა კრიმინალის დანაშაულის პასუხს კანონში ვერ პოულობენ, ასე იქცევიან ხოლმე. სინამდვილეში მგელი ეხუმრებოდა გოჭებს, უფრო მეტიც ეთამაშებოდა მათ, საერთოდ ყველა მგელი ყველა ზღაპარში ასე იქცევა, მაგრამ ამის დაჯერება არავის უნდა. ის ერთი, საყოველთაოდ აღიარებული მგლის სტერეოტიპი, რომ ის ბოროტია, ნებისმიერ ზღაპარში უარყოფით გმირად აქცევს მას და რადგან “ზღაპრის ბოლო კეთილია” საბოოლოოდ მგელიც დამარცხებული გამოდის. მაგრამ დადგა მე-20 საუკუნე და მაშინვე დაიწყო ძველი იდეალების მსხვრევა. მე თუ მკითხავთ, მეზღაპრეეებიც ვალდებულები არიან დროის ფეხის ხმას აყვნენ და აი, ბახ! პირველი სტეროტიპი, რომელიც ჩვენ ახლა მოვსპეთ_ ბოროტი მგელი იყო, ამიერიდან ის ცოტა ჩურჩუტი, ცოტა ცელქი და ცოტა საყვარელიც კი იქნება. წითელქუდა კი... ეჰ, წითელქუდა... უკვე მის სამოსშივეა ჩადებული ამ არსების მტარვალი ბუნება, წითელი ფერი ხომ ცეცხლის, სისხლის, ძალაუფლების და ა.შ. სიმბოლოა. გაიხსენეთ, როგორ გაიმეტა მან საკუთარი ბებია მგლის ხახისთვის, როცა ამ ცხოველს მისი სახლის გზა მიასწავლა და როგორ იწვევდა, როგორ აცდუნებდა უკვე კარგად გამძღარ, ლოგინში დასაძინებლად ჩაწოლილ მგელს იმისთვის, რომ ისიც შეეჭამა. "რატომ გაქვს ამხელა ყურები? რატომ გაქვს ამხელა თვალები? რატომ გაქვს ამხელა პირი?" - დაღალა კითხვებით, მერე ადგა და ჩაუხტა ხახაში, თუ გაფატრავენ და ამოგიყვანენ რატომაც არა, ვის არ აინტერესებს ცოტახნით, ჩვილობის, მუცლადყოფნის პერიოდის გახსენება?..
რა თქმა უნდა შპიონმა ბავშვებმა ეს ყველაფერი კარგად გაიაზრეს და წითელქუდა შანტაჟის მოწყობის, ბებიის ნდობისა და მგლის სხეულის ბოროტად გამოყენების ბრალდებით სასამართლოს წარუდგინეს. უნიკალური მგელი, რომელიც ორ ცოცხალ ადამიანს თავისუფლედ იტევდა მუცელში, გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს და მთელი ფარა ცხვრით დააჯილდოვეს. საჭმლის სიუხვის წყალობით, მგელს ნერვები დაუმშვიდდა, დაუწყნარდა, მისი არანორმალური, აგრსიამდე მისული სიყვარული ნებისმიერი ხორცის მიმართ ჩაცხრა, მოდუნდა. აი, ასე, მგონი ყველას ეშველა, წითელქუდას ბოლო ბედზე თქვენ იფიქრეთ მე კი კონკიას ზღაპარზე გადავალ. აბა, ვინ მეტყვის: ვინ უნდა გახდეს პრინცის ცოლი? მგონი სწორად გაიფიქრეთ _ პრინცესა. კონკია კი ვინ იყო? სანამ ამ ქალბატონის წარმომავლობასა და პირად ცხოვრებს გაიხსნებთ, მანამდე გაგაცნობთ სასამართლო დასკვნას: აწ უკვე პრინცესა წარსულში “კონკიად” წოდებული, ჯადოქრობისა და მაგიის წყალობით შეიპარა მეფის სასახლეში და ამავე საშუალებებით მოხიბლა უფლისწული. ამიტომ მიესაჯოს მას 1 წლის განმავლობაში ძონძებში სიარული და შავი სამუშაოს შესრულება, თუ პრინცს ამ შემთხვევაშიც კი არ გაუნელდება მის მიმართ აღტაცება და სიყვარული, გადამოწმდეს პრინცის ფსიქიკური მდგომარეობა და სამედიცინო დასკვნის “ყველაფერი რიგზეა შემთხვევაში” მიესაჯოთ მათ “და ცხოვრობდნენ ისინი სამუდამოდ ტკბილად და ბედნიერად”.
აი, ასეთი ამბები დატრიალდა ჩემო ძვირფასებო, მე კიდევ, ისე მომბეზრდა ამ ამბების მოყოლააააა... იმიტომ, რომ ჩვენს დროში საშინლად შემოვიდა მოდაში სასამართლო პროცესები, ჩივილები, დასმენები, რაც ძალიან, ძალიან ცუდია. პატარ-პატარა შეცდომები ყველას მოსდის, “დიდის” პატიება არ შეიძლება, თორემ პატარას რაც უფრო მეტს აპატიებ, მით უფრო ღირსეულ ადამიანდ იგრძნობ თავს. რაც უფრო მეტად გაატან წყენას ჩიტებს ცაში და გულთან ახლოს არ მიიკარებ, ღმერთს გაუხარდება და ბევრ ღიმილს და სიხარულს გამოგიგზავნის... ერთსაც გაგიმხელთ: ბავშვებო, არასდროს მოგინდეთ, რომ შპიონ ბავშვებს დაემსგავსოთ, რადგან ბავშვობა გულუბრყვილოდ და საყვარლად ცხოვრებას ნიშნავს.
P.შ დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment