1995 წელია. პატარა ვანო პოსტ-საბჭოთა საქართველოში ცხოვრობს. მიბაძო ევროპას მოდაშია, ცხვირი აუბზუო აზიას და რუსეთს - ესეც მოდაში... მაგრამ ძირითადად აზიური ქვეყნებით გარშემორტყმულ საქართველოში მთლად ასე ცხვირაწეული სიარულიც არ გამოდის და მთელი ქვეყანა თურქეთიდან შემოტანილი ევროპული ფირმის პატენტი ტანსაცმლით იმოსება, თურქეთიდან ვმარაგდებით ნაირ-ნაირი ტკბილეულით, ავტომანქანებით და ყველაფრით რაც ყოფაში გამოგადგება. პატარა ვანოც ჭკუაზე არაა, აგროვებს და აგროვებს “ჟუაჩკების ნაკლეიკებს”, ხან ცვლის, ხანაც ბაბუას მოცემული ხურდა ფულით ყიდულობს. ბაბუს რომ არ სმენია და მამას რომ არ ღირსებია, ვანიკოს Lეე-ს ფირმის ჯინსი და Nეწბალანცე –ს ფირმის ბოტასები აცვია.
ვანო სკოლიდან ორ საათზე ბრუნდება, ბებია გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება. ბებოს უფრო ჰუმანიტარული ნიჭი აქვს და მეცადინეობას ქართულიდან აწყებინებს ვანიჩკას. _ ბებიკო, აბა რა გაქვს დასაწერი? ვანო დღიურში იქექება და გაჭირვებით კითხულობს თემის სათაურს: “თავისუფლების ქანდაკება ახალ-იორკში, როგორც ქვეყნის სიმბოლო” _ რას ამბობ, ბიჭო! - კივის ბებია, - ეგ, სადისერტაციო თემის სათაური უფროა, ვიდე სასკოლოსი. მაგრამ მოხუცმა ბებიამ რა იცის, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ყველა ახალგაზრდა, მასწავლებელიც კი ცდილობს ევროპასა და ამერიკისკენ გადადგას აქამდე საბჭოთა წნეხის მიერ შებორკილი ფეხი და როგორც შეუძლია ისე ახორციელებს ამ ნაბიჯებს...
პატარა ვანომ კი ზუსტად იცის, მასწავლებელმა იმდენი ელაპარაკა, ისე ელაპარაკა და იმდენნაირი ფოტო აჩვენა, რომ თემის დაწერას ბებიის დახმარების გარეშეც მშვენივრად მოახერხებს, მაგრამ ძველმოდურ ბებოს ვერ წარმოუდგენია: როგრ შეიძლება ბავშვი იყოს კარგი მოსწავლე, თუ უფროსი არ დაუჯდება და არ ამეცადინებს... მოკლედ ბებიას იმდენად რთული მოეჩვენა თემა, რომ მთლიანად თვითონ დაუწერა პატარა ვანოს. ვანოს მიუხედავად იმისა, რომ ძალინ მოეწონა თემის სათაური და ისე დაინტერესდა ენციკლოპედიებიდან თავი არ აუწევია, წერა მაინც შეეზარა, ბებოს გადათეთრებული თემა გამოართვა და ლოყაზეც აკოცა მადლობის ნიშნად.
თემით მამაც დაინტერესდა, ეწყინა ვანოს მაგივრად სიდედრის ნაწერი რომ შერჩა ხელში და რატომღაც მოუნდა შვილის აზრი მოესმინა. ვანოს გაუხარდა ნააზრევის ხმამაღლა თქმის შანსი რომ მიეცა, სათვალე გაისწორა და დაიწყო: ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ყველა ქალაქს თავისი სიმბოლური სახე ჰყავს, ამ შემთხვევაში ქანდაკების სახით, მე საზღვარგარეთ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რამდენიმე ცნობილ ქალაქზე მაინც შემიძლია ვისაუბრო. მაგალითად: რა არის პარიზის სიმბოლო?
_ ალბათ, ეიფელი, არა? _ პასუხობს მამა.
_ ყოჩაღ მამ! _ უხარია ბიჭს. _ მამაც გახარებულია და კმაყოფიელბისგან მხრებში იმართება.
_ და როგრია ის?
_ რკინის არის რა, _ დაბნეულად პასუხობს მამა.
_ ჰო, რკინის, მშვენიერი რკინის კოსტრუქცია, სწორედ მისნაირია საფრანგეთიც, კოხტა, ტანწერწეტა, კოკობზიკა, მოდისა და სუნამოს ქვეყანაა. აშშ-ს თავისუფლების ქანდაკების კონსტრუქციაც ეიფელის მიერაა გაკეთებული, შიგნიდან ისიც კოშკურის მაგავარია, მაგრამ გარედან ბრძენ ქალად წარმოგვიდგება, ასეთია ამერიკაც, ის არაფრითაა ევროპაზე უკეთესი უბრლოდ გარეგნული იმიჯი აქვს რაღაცნაირი. შემთხვევითი არც ისაა, რომ ეს ქანდაკება სწორედ ევროპისგან მიიღო საჩუქრად ამერიკამ, ისევე როგორც ყველა სხვა მემკვიდრეობა. თავისუფლების სკულპტურის თავის გარშემო წვრილი შვერილები მე ნათებად წარმომიდგენია, ამით განსაკუთრებით ესმევა ხაზი თავს, როგორც ინტელექტუალურ ძალას, რაც ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამასთან ერთად, ამ ქანდაკებაში ყველაზე მნიშვნელოვანია 13 მეტრის სიგრძის, ზემოთ აღმართული მარჯვენა ხელი, რომელსაც ანთებული ჩირაღდანი უჭირავს, 13 მასონური ციფრია, ბერძნული მითოლოგის მიხედვით კი ადამიანს, რომელსაც ხელთ ცეცხლი უპყრია, თითქმის ღმერთივით ძლიერია. ეს ქანდაკება კი სწორედ რომ ანტიკურ სამოსშია გამოწყობილი. თვაისუფლების ქანდაკება აშშ-ს ჭეშმარიტი სახეა, მასწავლებელს ვუთხარი კიდეც: -იცი, მასწ, მგონი ის, რაც ქვეყნის სიმბოლო ხდება ქვეყანაც იმას ემსგავსემა მეთქი. ასეთი სიმბოლო რომ აქვს, იმიტომ აქვს აშშ-ს ამხელა ძალაუფლება, დაიბედა რა და გაჭრა სიმბოლომ.
_ მასწმა რა გიპასუხა? _ ჰკითხა დაბნეულმა მამამ, რომელიც ჯერ ვერ ხვდებოდა რა უნდა ეფიქრა, ან რა უნდა ეთქვა პატარა შვილის ასეთი სერიოზული მსჯელობის მერე.
_ საინტერესო ვერსიაა, კარგი ბიჭი ხარო, აბა საქართველოს სიმბოლოებზეც იფიქრეო.
_ მერე, რა ქენი, იფიქრე? – უფრო მეტი ინტერესით ჩაეკითხა მამა.
_კი, ვიფიქრე და ქართლის დედას მივადექი. მნიშვნელოვანია, რომ ის არის დედა და არა ზოგადად ქალი. ეს გასაგებიცაა, საქართველოში ოდითგანვე იყო დედის კულტი, და რადგან ამ ქანდაკებაში მოიაზრება მშობელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა მშობელივით შეიფაროს ყელა, ვინც სამტროდაა მოსული, ხოლო მტერს ხმლით დახვდეს, მაგრამ, ნახე, ეს ხმალი არაა მოღერებული ის დაბლაა დაშვებული, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ რადგან უქარქაშოა, საომარი ვითარებაა ქვეყანაში და რადგან დაშვებულია, არც თუ ისე ძალიან ვიწუხებთ ბრძოლით თავს. ჩვენ დროსტარებებით და ქეფებით ნაწილობრივ მოგვარებული საქმეები გვირჩევნია, რასაც სიმბოლურად ამ ქანდაკებაში მაღლა აწეული ღვინის თასი განასახიერებს. ჩემი აზრით ეს სკულპტურა საერთოდ მოსახსნელია. აღარ გვინდა არც საომარი ვითარება, არც ხმალი, არც თავგადასული ქეიფი და არც გადამეტებული სტუმართმოყვარეობა. ამერიკელების მსგავსად ჩვენც რაღაც ისეთი უნდა ავირჩიოთ სიმბოლოდ, სადაც ინტელექტუალურ სიძლიერეზე იქნება აქცენტები დასმული... ა, რას იტყვი მამა, მოდი პრეზიდენტს მივწეროთ ჩვენი იდეა?!.
_ ჩვენს პრეზიდენტს შვილო, ბოდიში და სულ ქუსლს ქვემოთ ჰკიდია საინტერესო იდეები.
_ მოიცა, ნახოს მაგან თუ აქილევსის აღმოაჩნდა ეგ დამძიმებული ქუსლი. _ ბუზღუნით ამბობს ბიჭი და ბებოს დაძახილზე სამზარეულოსკენ მიეშურება, ნიგზით გაჟღენთილი საცივი ცოტა კუჭს ტკენს, მგრამ დელეკატესების ჭამაზე ბებოს უარს ვერ გააგებინებ...
მამა ოთახში მარტო დარჩა, იჯდა თავისთვის და უხაროდა, რომ საბჭოთა წყობა დაინგრა, რომ თავისუფალი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება ამ აზრის შექმნის და ჩამოყალიბების სურვილს უჩენს ადამინებს, რომ მისი პატარა პირმშო უკვე ისე დიდია, ქვეყნის კეთილდღეობაზეც კი ახერხებს ფიქრს, რომ ის ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის ადამინი კი არა უკვე მსოფლიო მოქალაქეა და მსოფლიო ჭრილში ახერხებს მოიაზროს სამყაროს პრობლემები...
_ ეჰ, ნეტავ ჩვენც გვაჩუქოს ვინმემ თავისუფლების ქანდაკება. – გაიფიქრა მამამ და ისიც სამზარეულოში გავიდა საცივის შესაჭმელად.
Tuesday, May 5, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment