Thursday, May 7, 2009

ჟანგის სუნი აქვს კომუნიზმს

ნიკუშამ გვიან გაიღვიძა, საერთოდ ასე იღვიძებს ხოლემე, მაგრამ ეს ნამეტანია ბებიაო მაცაცო დააცხრა სამ სააათზე თავზე და მძინარე სახეზე გადაუსვა დამჭკნარი ხელი. კი იქნებოდა მაცაცო ასე 70 წელს მიტანებული, მარა ჯანზე იყო, საოჯახო საქმის კეთებასაც ახერხებდა, თავის მოვლასაც და ვარჯიშობდა კიდევაც იმ დროს როცა მისი სანაქებო შვილიშვილი ახალი ჩაძინებული იყო. ჰო, ხუთისკენ იძინებდა ნიკოლოზი, მაგრამ ძილი მაინც ფხიზელი ჰქონდა. გუშინ პენსიის მომტანმა ქალმა გამოაღვიზა და ნერვები მოეშალა. წამოხტომდა და გინების ატეხვა გადაწყვიტა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა: ფული მოაქვს მაგ შობელძაღლს და რა უნდა ვუთხრაო?!. მაცაცოსაც უხაროდა ფული პირდაპირ სახლის კარამდე რომ მოსდიოდა, მარა ერთი კი იყო, სწორედ ეს პენსიის მომტანი ამხელდა მის ასაკს და სიბერეს. როცა უკვე საერთაშორისო წესებით დადგენილ იმ სავალალო წლებამდე მიაღწევ, ქე რომ სახლში უნდა იჯდე და რაც მთავრობას შრომის ფული დაუქვითავს უკან, რომ უნდა მოგართვას, ბებრი ხარ აბა რა... სამაგიეროდ შვილიშვილი ჰყავდა საცოლე, ნიკუშა დაოჯახდება და მაცაცო დიდი ბებია გახდება, მერე, რომ იტყვის ეს ჩემი შვილთაშვილიაო, ყველა გაკვირვებით წამოიძახებს, უი, რას ამბობ გენაცვალე, სულ არ გეტყობაო. ყოველთის ასე იყო, მაცაცოს თავის დღეში არ დატყობია ასკი. კოხტა მაცაცოს ეძახდნენ ახალგაზრდობაში. შვილიშვილიც მაცაცოს დაემსგავსა. ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა თხელი კიდურები და გაღუნული ფეხები. მაცაცოსაც გაღუნული ფეხები ჰქონდა, მარა ვინ იცოდა ამის შესახებ? არც არავინ! ქალბატონმა მაცაცომ რაც სკოლა დაამთავრა და სტუდენტური ასაკისთვის შესაფერისი პრანჭვა-გრეხვა დაიწყო ფართხუნა შარველბი იყიდა და ღრმად და სამრადისოდ დამალა თავისი ნაკლი. არც საცურაო კოტუმში გამოწყობილი უნახავს ვინმეს და არც მოკლე კაბა სცმია სიცოცხლის მანძილძე. ლოგინშიც კი განიერი პიჟამოებით იმოსებოდა, ჰოდა ცოლ-ქმრული ინტიმის ამბავში რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ან რა შესამჩნევია პარტნიორს გაღუნული ფეხი აქვს თუ სქელი?!. ამ შვილიშვილმა კიდევ მოჭრა თავი, მაინცდამაინც გაღუნულფეხიანი დაიბადა, მაგრამ ბიჭი იყო და იტანდა: _ ლამაზ ცოლს მეიყვანს და იმის ტანი გამოყვებათ ჩემს შვილთაშვილებსო, _ თავს ინუგეშებდა ბებერი მაცაცო. ნიკუშა რომ არაფერს აპირებდა? დგებოდა გვიან, მიიზლაზენბოდა სამსახურში, იქ შუაღამემდე რაღაცეებს წერდა (როგორც ეს მაცაცომ იცოდა) და ღამით დაბრუნებული სკდებოდა სიგარეტის წევით, თვალებს ითხრდა ლამფის შუქზე წიგნის კითხვით და კომპიუტერთან მუშაობით. ისე, ქართველ დედებს და დიდედებს, ნამეტანი მოსდით ხოლმე: უიმე, ჩემი პატარუნა ყველას ჯობს და ჩემი შვილი, რომ არის ისეთი ვინ არისო, მაგი ნახე რაფერი გეიზრდება ბებიას გულის გამხარებელი იქნებაო უიმე, ასეთი და ისეთიო... ჰოდა, ერთხელაც ბებოს გულის ვარდმა ნიკუშამ მაინცდამაინც გაღუნულფეხიანი და ნაწუწნი კანფეტივით გამხდარი ქალი არ მოათრია? - ეს ჩემი გიორლფრენდია მაცაცოო გააცნო ბებიამისს. მაცაცომ ყველა წინაპარივით ადეკვატური რეაქცია გმოხატა: სულ გადაგვარდა ახლანდელი ადამიანიო - ჩაიბურტყუნა თავისთვის და მომავალ სარძლოს აფერისტულად გაუღიმა. გოგონას სახლიდან წასვლის შემდეგ აკივლებულ და გულშეწუხებულ მაცაცოს ნიკუშამ მაქსიმალურად იმ საუკინის ადამიანების ენაზე აუხსნა თანამედროვე სილამაზის კრიტერიუმები, მაგრამ რავალი გასაგები იყო 1923 წელს ჩოხატაურის მთა-გორაკებში დაბადებული და გაზრდილი მაცაოსათვის, რომ ლამაზი ნაკვთი არ ნიშნავს მომხიბვლელს: – ბებო, დღეს მთავრია სტილი, აი, როგორ აგიხსნა, წარმოიდგინე მოდის გოგო, ყველაფერი ლამაზი აქვს, ყველაფერი ადგილზე აქვს, მარა არის ბანძი და არ გინდა რა იმის გვერდით ყოფნა, ეხლა მოდის მეორე გოგო, არცეთი ნაკვთი არ უვარგა, მარა არის გამხდარი და კაი ტიპია, საკაიფოდ აცვია, სახეზე შეხედავ მაგრაი შუნბატჰ-ი აქვს, როჟაა რა. Eდღეს მოდაშია უკომპლესო ადმიანები, ნუ ეხა ქცვაში უკოპლესო არა, მე უფრო აზროვნებით უკომპლექსო ტიპები მევასება. ისეთები რა, რაღაც გართულება, რო არა აქვთ აუ, ხალხი რას იტყვის და რამე. Uუნდა იფიქრო ეგეთი ვარ და მორჩა, ვის რას ვუშაბებ, მთავარია შენი ადგილი გქონდეს ცხოვრაბაში და შენი საქმე აკეთო პატისნად.
მაცაცოს ხმა არ ამოუღია, ჩუმად წავიდა თავის თახში და მთელი ღამე ფიქრობდა რა იყო ეს “როჟა”, “კაი ტიპი” და კიდევ რაცხა რაცხა სიტყვები თქვა მისმა შვილიშვილმა, - ჩამეწერა მაინცო – ბრაზობდა საწოლში: Kკომუნისტების დრო სულ სხვა იყო, იმას რავა არ აქცევდნენ ყურადღებას ვინ რას ფიქრობდა შენზე? რა ვიცი, რატომ ჰქონდა ამას ამხელა მნიშვნელობა, ალბათ დასმენების ბრალი იყო. ერთი პატარა პრეტენზია, რო გამოგეთქვა 30-50-იან წლებში მთავრობის ან თუნდაც ცხოვრების მიმართ, ცოტა დამახინჯებულად მიიტანდა ამ ბრუტუნს ვინმე ზედა ეშელონებში და დამთავრებული იყო მერე შენი, შენი შვილების, ახლობლების, მეგობრების ნათესავების ამბავი, მოკლედ იმისთანა დრო იყო ერთი სიტყვით შეიძლებოდა დაგეღუპა მთელი საახლობლო. აშტერებდა იგი მთავრობა ხალხს გენაცვალე, აბა, რავა შეიძლებოდა ყველა კარგი ადამინი ყოფილიყო, ყველა ლამაზი, მშრომელი, ბედნიერი, არა და არ მოაჩვენებდი ასეთად თავს? _ გხვრეტდნენ. ჭირი მაგათ და გადაშენება, იმიტომაც აღარ უდგიათ სული, აჯობა დემოკრატიამ, ძაანაც კარგი, არაფრისაც არ უნდა შეგრცხვეს თუ კახპა არ ხარ და ყაჩაღი, გაღუნული ფეხი რაი მერე, ყველა ერთნაირი ხომ ვერ იქნება? Uუნდა ჰქონდეს ადამიანს რაღაც ისეთი რითაც დაგამახსოვრდება, რის გამოც ყურადღებას მიაქცევ...
მეორე დღეს მაცაცო მუხლამდე კაბით და ღრმა დეკოლტეთი გამოვიდა ქუჩაში, უხაროდა, ჭკუაზე არ იყო, რაღაც კომფორტულად გრძნობდა თავს. Eეხლა, ჩვენს ეპოქაში გაღუნულ ფეხებზე ვინ მიაქცევდა ყურადღებას, ძირითადად მის მკერდთან ამოტვიფრული სვირინგით დაინტერესდა ერთი-ორი გამვლელი. “გახსოვდეს მახსოვხარ!” თავისი ხელით ჩაუსვირინგავს 50 წლის უკან მაცაცოს ქმარს მის მკერდზე, მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ ცოლ-ქმარი, მაცაცოს ეტკინა ამოტვიფრა, მაგრამ მოითმინა, მის გულის სატრფოს ერთი პერიოდი გაციმბირებას უპირებდნენ და ხომ უნდა დარჩენოდა რამე სამახსოვროდ? მაშინ სვირინგი ძაან დიდი ამბავი იყო, ქალებს საერთოდ არ ჰქონდათ, კაცებს კიდევ, ძირითადად ნაციხარ ან... მოკლედ საბჭოთა კავშირის და ხალხის მტრებს, რომ ეძახდენ ისეთებს, მაცაცოს ძალინ მოსწონდა და თან ძალიან სიმბოლური, რომანტიული და მისტიური ეჩვენებოდა თავისი სვრინგი, მარა მტრისას ვინმეს რომ დაენახა, რას იტყოდა ხალხი და რას იფიქრებდა? _ მაგაზე აღარაა ლაპარაკი. ერთხელ ბავშვობაში ენაჩლიფინა მაცაცომ ფართე საზოგადოების წინაშე ლექსი წაიკითხა და ლენინის მაგივრად სამწუხაროს ლენიმი თქვა, აბა წავიდა ჭორაობა, ენის მიტან-მოტანა: ბავშვს როგორ ზრდიან ლენინის პატივისცემას არ უნერგავენო, ლენინის სახელი თუ ვერ ასწავლეს სხვა რამე რაში სჭირდებოდაო, ასეო და ისეო, ჰაიო და ჰუიო, მოკლედ, მაცაცოს მამა რაიკომის მდივნის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნენს და ლაბორანტად გადაიყვანეს. ბავშვობიდანვე დაფეთებული მაცაცო სვირინგს გამოაჩენდა? Mარადა რომ გაიკეთა, ჰო, რომ გაიკეთა და არ შეეშინდა? როგორც ერთაოზ ბრეგვაძე იტყოდა ალბათ “ნამეტნავად შეყვარების” ბრალი იყო. მაცაცოსთვის ეს სვირინგი სასიყვარულო ნიშანი გახდა, ძალიან ძვირფასი და ძალიან საამაყო. Mმერე როცა გათხოვდა, ცოლის ამპულაში ცოტა კაპასი გამოდგა და ქმარზე გაბრაზებულს ხშირად ნერვებს უშლიდა მკერდზე მიხატული წარწერა, ბრაზობდა რომ აღარ შეეძლო ახალგაზრდობაში ჩადენილი სისულელეების გამოსწორება, მაგრამ დაბერდა ჩვენი მაცაცუნა, ქმრი გარდაეცვალა და ორმაგად გაძვირფასდა მისი სამკერდული. Uკომპლექსის კონცეფციასაც მიუხვდა და გაუგო რაცხა-რაცხეები, გამოაჩინა ძველთაძველი სვირინგი, რომელიც სხვათაშორის XX საუკუნის ბოლოსაც კი ულტრათანამედროვედ გამიყურებოდა.
Mმოხუცის მკერდზე წარწერის დანახვამ ცოტა გააკვირვა ხალხი, ოღონდ არა “საბჭოურად”, ზოგი ამბობდა “ვა, რა სვეცკი ბებოაო”, ზოგი “რა ჯიგარიაო”... სკანდალების მოყვარულებს ხომ მთლად მუზა გაუხსნა ამ სვრინგმა. ხო, ისე სამუზედ კაი რამეა, მაცაცოს ნაამბობის გარეშეც მშვენიერი ჭორი შეითხზვებოდა, ერთხელ ჟურნალისტიც კი გამოეკიდა ქუჩაში, მარა ეს გრძელი ამაბვია და მე წერა მეზარება, მთავარი რაც მინდოდა ამ მოთხრობით მეთქვა ისაა, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა ადამიანებს ყოველთვის და ყველა ასაკში შეგვიძლია მოვიცილოთ საბჭოთა ცნობიერების სიმახინჯეები. კიდევ ბევრი ქვეტექსტია ჩადებული, შენ იცი მკითხველო!

No comments:

Post a Comment